მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველომ “ჯაველინები” მიიღო

“ჯაველინების სისტემის შეძენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. „ჯაველინების“ სისტემა უსაფრთხო ადგილას არის განთავსებული”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლევან იზორიას თქმით, ახლო მომავალში დაიწყება მომზადება, რათა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა იმ უნარების დაუფლება შეძლონ, რაც ამ სისტემის გამოყენებისთვის არის აუცილებელი.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას საუბარი იყო ასევე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედებასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

ამერიკული ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „ჯაველინი“, რომელსაც მისი მწარმოებელი Raytheon/Lockheed Martin Javelin Joint Venture მსოფლიოს ყველაზე მძლავრ გადასატან ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემად მოიხსენიებს, ფართოდ გამოიყენება აშშ-ის არმიის და საზღვაო ქვეითების მიერ.

 

 

ვიდეო თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button