მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთში დაჭრილ ჯარისკაცებს ექიმების ნებართვის გარეშე ფრონტზე აბრუნებენ

რუსეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები საბრძოლო ზონაში ბრუნდებიან სამხედრო სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილების გარეშე, რაც, იურისტებისა და უფლებადამცველების აზრით, მოქმედ კანონს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ გამოცემა “სააგენტო” იუწყება.

როგორც რუსეთის ადამიანის უფლებათა საპრეზიდენტო საბჭოს წევრმა და ორგანიზაცია “ექიმ ლიზას სამართლიანი დახმარების” ხელმძღვანელმა, ოლგა დემიჩევამ, განუცხადა „რია ნოვოსტის“, მოსკოვისა და დონეცკის ორი კლინიკის ექიმებმა მას სამშაბათს სთხოვეს, გაერკვია, თუ რატომ იგზავნებიან დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები ფრონტზე რეაბილიტაციისა და შემდგომი მკურნალობის გავლის გარეშე.

ჯარისკაცების დედების კომიტეტების კავშირის მდივანი ვალენტინა მელნიკოვა ირწმუნება, რომ ასეთი შემთხვევები “წარმოუდგენლად ბევრია”. მისი თქმით, 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში ფაქტობრივად განადგურდა დაჭრილი სამხედროებისთვის კატეგორიების მინიჭების სისტემა. ამის ნაცვლად განვითარდა პრაქტიკა, როდესაც სერიოზული დაზიანებების მქონე ადამიანები მთელი წლის განმავლობაში სამხედრო ოპერაციის ზონაში იგზავნებიან სამხედრო სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილების გარეშე, – განუცხადა მელნიკოვამ “სააგენტოს”.
რუსი სამხედროების დედათა კომიტეტის კავშირის მდივანმა ვალენტინა მელნიკოვამ ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ისაუბრა, რომ რუსეთში სამხედრო-სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილების გარეშე მძიმე დაზიანებების მქონე სამხედროებს ისევ უკრაინის ომში აბრუნებენ.

“მაგალითად, ორი ჯარისკაცი, რომლებიც ფილტვების მძიმე დაზიანების შემდეგ ორი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ, სასწრაფოდ გაგზავნეს საბრძოლო ზონაში. იგივე ბედი ეწია კიდევ რამდენიმე ჯარისკაცს კიდურებზე ჭრილობებით. ისინი ფრონტზე ისე დააბრუნეს, რომ ნამსხვრევებიც კი არ ამოუღეს. წყლულით დაავადებული პაციენტები და ისინი, ვინც ინფარქტი ან ინსულტი გადაიტანა, უკრაინაში ომისთვის გაგზავნეს”,- თქვა მან.

მელნიკოვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევები “მიუღებლად ბევრია”.
უფლებადამცველების თქმით, ის, რომ სამხედრო ხელმძღვანელობას არ სურს დაჭრილების ექსპერტიზაზე გაგზავნა, შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს დაზოგოს სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი კომპენსაციის გადახდა. კანონის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც სამხედრო ჭრილობები მიიღეს, შეუძლიათ მოითხოვონ რამდენიმე სახის კომპენსაცია – ერთჯერადი, ყოველთვიური და დაზღვევის თანხა, – განუცხადა „სააგენტოს“ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ჯგუფის Agora-ს წევრმა ადვოკატმა ნიკიფორ ივანოვმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button