გრიპის ვირუსი – სასწრაფო დახმარების სამსხურებში მიმართვიანობა გაიზარდა

გრიპის ვირუსის გავრცელებისა და ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

მინისტრის განცხადებით, ეს არ არის ეპიდემია, მას თავისი მახასიათებელი აქვს, 500-ზე მეტი დაავადებულია 100 ათას მოსახლეზე, ახლა კი 254 ფიქსირდება. თუმცა იმის გამო, რომ მიმართვიანობა სასწრაფო დახმარების სამსხურებში გაიზარდა, პროტოკოლი ამოქმედდება.

დავით სერგეენკის თქმით, გუშინ სასწრაფო დახმარების 550 გამოძახება დაფიქსირდა, რომელზე რეაგირებაც ვერ მოხერხდა, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროტოკოლი გააქტიუროს.

სერგეენკოს თქმით, დღესვე ახალი სადისპეტჩერო შეიქმნება, სადაც გრიპის ჩივილების მქონე გამოძახებები გადამისამართდება და ამ დაავადებების მართვას ოჯახის ექიმები განახორციელებენ. სერგეენკოს თქმით, ასევე გაიხსნება დამატებითი საოჯახო ცენტრები.

დავით სერგეენკოს ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button