მნიშვნელოვანისიახლეები

ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაწამოთ და მოვკლათ სააკაშვილი-მეოთხე პრეზიდენტი

ექსპრეზიდენტს წელიწადი და 6 თვეა, რაც „ცა არ დაუნახავს“-ალასანია

ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაწამოთ და მოვკლათ სააკაშვილი – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა Deutche Welle-სთან განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალებია აღმოჩენილი, რაც ადასტურებს, რომ ის მოწამლეს. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, რათა ის პატიმრობაში არ გარდაიცვალოს.

“რამდენიმე კომპეტენტური დამოუკიდებელი კომისია, მათ შორის, აშშ, აკვირდება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას და ყველამ განაცხადა, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. პრობლემები, რომლებიც ვერ გადაიჭრება, თუ ის დარჩება პატიმრობაში. ისინი ცალსახად აცხადებენ, რომ მას სხეულში აქვს მეტალები, რაც აჩვენებს, რომ ის შესაძლოა, მოწამლული ყოფილიყო. ეს ყველაფერი განაპირობებს მისი ციხიდან გაყვანის და ნორმალური მოპყრობის აუცილებლობას.

მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში კრიტიკული ვიყავი მის მიმართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ის დეტალებია, რაც უნდა გავითვალისწინოთ. ის, შეიძლება რაღაცას აკეთებს არასწორად ან იყო რაღაცები, რაც მან დაარღვია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაწამოთ და მოვკლათ ის. ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე, არ აქვს მნიშვნელობა, მოგწონთ ის პოლიტიკურად თუ არა. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან ძლიერი ზიანი ჩვენი ეროვნული იდენტობის. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხა რუსული აგრესია, ახალი აგრესიული პოლიტიკით, რომელიც პუტინმა, ძირითადად, 2007 წელს გამოაცხადა, ჩვენ ვიყავით პირველი მსხვერპლი. სააკაშვილი პუტინის აგრესიას დაუდგა, ახლა კი, საქართველოს მთავრობა, რომელიც ძალიან ძლიერად არის დამოკიდებული რუსეთზე, ძირითადად, ახორციელებს იმ საფრთხეს, რომელიც პუტინმა წლების წინ დაიწყო” , – აღნიშნა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა, რომელიც ძალიან ძლიერად არის დამოკიდებული რუსეთზე, ძირითადად, ახორციელებს იმ საფრთხეს, რომელიც პუტინმა წლების წინ დაიწყო.

ბოლო 24 საათში 38 ჰქონდა სიცხე, შემდეგ დაუწიეს, მისცეს წამლები,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტს წელიწადი და 6 თვეა, რაც „ცა არ დაუნახავს“.

„ბოლო 24 საათში 38 სიცხე ჰქონდა, შემდეგ დაუწიეს, მისცეს წამლები, ძალიან სუსტად ვარო, სულ მიმეორებდა. რა არის გასაკვირი, იმასაც რომ თავი დავანებოთ, რომ მოწამლულია და მძიმე მეტალები ორგანიზმშია, გარდა ამისა, ადამიანს წელიწადი და 6 თვეა ჟანგბადი არ აქვს, ცა და მზე არ დაუნახია.

ზუსტად იგივე მოვიტანე, რაც ყოველდღე მომაქვს. დღეს ცოტა განსხვავებული და სხვათა შორის არა მგონია კალორიების მხრივ განსხვავებული, უბრალოდ თვითონ თქვა, რომ ხვალ იქნებ ეს [მომიტანო].. რასაც მეუბნება ის მომაქვს ხოლმე. მოვისმინე, რომ ასეთ დროს არ უნდა დააძალო, რაც თვითონ მოუნდება, ის უნდა მოუტანო. რაღაცა ნაწილს შეჭამს, მიღება უჭირს.

წინა პროცესმა დამარწმუნა, რომ ამ პირობებში მის მორჩენაზე ლაპარაკი ზედმეტია, უბრალოდ, სიკვდილი გარანტირებულია. ექიმებზე კარგის მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, მკურნალ ექიმებზე, რომელთაც უშუალოდ შეხება აქვთ, ექთნებზე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ ზემოდან არის ძალიან არაადეკვატური დამოკიდებულება“, – განაცხადა ალასანიამ.

როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი არევაძე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ამ შემთხვევაში ოჯახი ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს.

„რაც შეეხება გადაწყვეტილებას, არსებობს კიდევ სტრასბურგი, ჩვენ ვაპირებთ ვიმოძრაოთ“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button