მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“ცხინვალი ჩვენ არ დაგვიბომბავს”

გორში, ყველაზე დიდ გამზირს, რომელიც ამ დრომდე საბჭოთა დიქტატორის, სტალინის სახელს ატარებს, სიმბოლურად, სახელი გადაარქვეს.

სამოქალაქო აქტივისტებმა სტიკერებზე ყველა იმ გამოჩენილი ქართველის სახელები და გვარები დაიტანეს და გააკრეს, რომელთა სახელიც შესაძლოა, სტალინის გამზირს რეალურად ეწოდოს: “არჩილ ტატუნაშვილის გამზირი”, “ვაჟა ფშაველას გამზირი”, “კირიონ მეორის გამზირი”, “მარო მაყაშვილის გამზირი”. სტიკერებზე ასევე გვხვდება “თავისუფლების გამზირი” და “ევროპის გამზირი”. 

აქციის ორგანიზატორების ვინაობა უცნობია, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, მსგავსი აქტივობისთვის, ისინი შესაძლოა დაჯარიმდნენ.

აქცია-პერფორმანსი რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წლისთავს უკავშირდება.

2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის წევრები ერგნეთში ჩავიდნენ და მოსახლეობასთან ერთად, რუსეთის ოკუპაცია გააპროტესტეს.

“ცხინვალი ჩვენ არ დაგვიბომბავს”, “მე მახსოვს აგვისტოს დღეები”, “რუსეთი ოკუპანტია”, – ასეთია აქციის წევრების გზავნილი.

შეგახსენებთ, რომ 12 წლის წინ, 7 აგვისტოს, როკის გვირაბის გავლით, საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო.

ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა: 170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, შსს-ს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე.

საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომში დაჭ­რილ და და­შა­ვე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი, ჯამში, 2 232-ია.

ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 12 წლის მანძილზე, საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა დღემდე გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია: ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები.

ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში, ამ დროისთვისაც, 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის, 3 ივლისს დააკავეს. ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გასული წლის ბოლოს, საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე “მსჯავრდებულია” და 2019 წლის ნოემბრიდან, ორწლიან “სასჯელს” იხდის.

მსგავსი პოსტები

Back to top button