მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა. რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ქალაქში მდებარე ნავთობტერმინალზე იერიში უკრაინულმა ვერტმფრენებმა მიიტანეს. მისი განმარებით ვერტმფრენები, რომლებიც დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ, უკრაინის ტერიტორიიდან შევიდნენ რუსეთში.

BBC-ს ცნობით, გუბერნატორი ვერ პასუხობს, როგორ შეძლეს უკრაინულმა ვერტმფრნებმა რუსეთის საჰაერო თავდაცვითი სისტემების თავის არიდებით რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა.

„ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძარია. სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მიღებულია ზომები ცეცხლის ჩასაქრობად“, – წერს რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამის არხზე.

გუბენატორის ინფორმაციით ხანძრის გამო, რომელიც ნავთობტერმინალზე იერიშის შედეგად გაჩნდა, ორი ადამიანი დაშავდა.

უკრაინაში განცხადება ბელგოროდში ნავთობტერმინალზე შესაძლო იერიშის შესახებ ჯერ არ გაუკეთებიათ.

ბელგოროდი უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში, ქალაქ ხარკოვიდან კი 60 კილომეტრში მდებარეობს.

იუწყებიან, რომ ნავთობის ტერმინალში ამჟამად ძლიერი ხანძარია. თვითმხილველების ირწმუნებინ, რომ მათ ღამით აფეთქებების ხმა გაიგეს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით ბელგოროდის ნავთობტერმინალში 8 რეზერვუარი იწვის. უწყების ცნობით, ადგილზე 194 მაშველი და 59 ერთეული ტექნიკა მუშაობს, რომლებიც ხანძრის სალიკვიდაციოდ სპეციალურ ქაფს გამოიყენებენ.

ბელგოროდის გუბერნატორის ცნობით, ნავთობტერმინალის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა ევაკუირებულია სპორტულ კომპლექში. 19 მოქალაქე იქ ავტობუსით მიიყვანეს.

ტერმინალის მესაკუთრე კომპანია „როსნევტის“ ინფორმაციით პერსონალი ევაკუირებულია და მომხდარის შედეგად დაშავებულები არ არიან.

მანამდე, ოლქის გუბენატორი აცხადებდა ხანძრის გამო ორი დაშავებულის შესახებ.

ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ქალაქში მდებარე ნავთობტერმინალზე ხანძარი უკრაინული ვერტმფრენების იერისშის შედეგად გაჩნდა.უკრაინაში განცხადება ბელგოროდში ნავთობტერმინალზე შესაძლო იერიშის შესახებ ჯერ არ გაუკეთებიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button