მნიშვნელოვანისაქართველო

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ ცხინვალში სიას ამზადებენ

ოთხოზორია-ტატუნაშვილის შავი სიის საპასუხოდ ოკუპირებულ ცხინვალში სიას ამზადებენ.

ახალი ამბების რუსულ სააგენტო “სპუტნიკთან” საუბარში, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პარლამენტის სპიკერი პეტრე გასიევი აღნიშნავს, რომ შავ სიაში საქართველოს, ამერიკის, უკრაინისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები შევლენ, რომლებიც მათი თქმით სამხრეთ ოსეთში სულ მცირე 2008 წლის აგვისტოში მონაწილეობდნენ.

გასიევის მტკიცებით დოკუმენტზე, მუშაობა 2 წელი მიმდინარეობდა, თუმცა ის საქართველოს მთავრობის მიერ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას შავი სიის დამტკიცებიდან ერთი დღის შემდეგ გასაჯაროვდა.

ე.წ პარლამენტის სპიკერის პეტრე გასიევის თქმით, დოკუმენტი ყველა შესაძლო სანქციას გაითვალისწინებს. საოკუპაციო რეჟიმი შეეცდება რომ სიაში შესულ პირებზე ინტერპოლით ძებნაც გამოაცხადოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button