ქართველმა მოცურავემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მიმდინარე “SEOUL 2015 IBSA WORLD GAMES” მსოფლიო თამაშებზე, ქართველმა პარაოლიმპიელმა მოცურავე ნიკა თვაურმა, 50 მეტრზე ბრასით ცურვაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, შედეგით 38.56 . ნიკამ თითქმის 2 წამით გააუმჯობესა მისი პირადი საუკეთესო შედეგი.

სეულში, თვაურთან ერთად იმყოფებიან, პარაოლიმპიური ნაკრებისა და საქართველოს ცურვის ეროვნული ნაკრების უფროსი მწვრთნელები – ედიშერ ტურაბელიძე და ზურაბ ხომასურიძე.

ლონდონის პარაოლიმპიადის მონაწილე – ნიკა თვაური, 15 მაისს, 100 მეტრზე ბრასით ცურვაში ძალებს მოსინჯავს. ვულოცავთ ნიკას გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!

მსგავსი პოსტები

Back to top button