ციმბირში ტყის ხანძრებს რუსეთის ხელისუფლება ვერ უმკლავდება

რუსეთში, ციმბირში ტყის ხანძრები სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ვერ უმკლავდება. მედიის ცნობით, ყველაზე რთული ვითარება სვერდლოვსკის, ტიუმენისა და კურგანის ოლქებშია
რუსეთს არ აქვს საკმარისი რესურსი და აღჭურვილობა ხანძრის გავრცელების გასაკონტროლებლად, რადგან პუტინმა, უკრაინის ომისთვის მეხანძრეები მოაბილიზა. მობილიზრებულთა ნაწილი უკვე დაიღუპა.
გარდა ამისა, რუსები სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ უამრავ ფოტოს და ვიდეოს, რომლებშიც ხანძარი მთელ დასახლებებს ანადგურებს.
ამასთან რუსეთის სულ ცოტა 18 რეგიონში აღირიცხა სერიოზული ტყის ხანძარი, რომელსაც ტიუმენისა და კურგანის რეგიონებში შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.
კურგანის რეგიონში ექვსი ადამიანი დაიღუპა, 14 კი – დაშავდა. ხანძარმა აღნიშნულ რეგიონებში 100-ზე მეტი შენობა დააზიანა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები და კერძო ობიექტები. რეგიონის გუბერნატორმა ვადიმ შუმკოვმა მოსახლეობას, საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ევაკუაციისკენ მოუწოდა. მან პირობა დადო, რომ 50 ათას რუბლს მიიღებენ ისინი, ვინც ქონება სრულად დაკარგა.
ტიუმენის რეგიონში ხანძრის ჩაქრობისას 49 წლის ადგილობრივი მკვიდრი გარდაიცვალა, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. რეგიონში სულ მცირე 124 შენობა დაიწვა. ლიკვიდირებულია 12 ხანძარი, გრძელდება კიდევ 23-ის ქრობა. რეგიონში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი და გამოცხადდა რამდენიმე დასახლების მცხოვრებლების ევაკუაცია. ცეცხლისგან იღუპებიან ცხოველებიც. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა. მიმდინარეობს ტერიტორიიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია.
სახელმწიფო სააგენტო „ავიალესოხრანის“ ინფორმაციით, 8 მაისის დილისთვის რუსეთში 154 ტყის ხანძარი მძვინვარებდა. რეგიონული ხელისუფლება და ორგანიზაცია „გრინპისი“სტიქიურ კატასტროფაში ადამიანებს ადანაშაულებენ. ხანძარი ბალახის დაწვისა და ჩაუმქრალი კოცონების გამო ჩნდება. კურგანის რეგიონში სისხლის სამართლის საქმე გულგრილობის მუხლით აღიძრა.
გარდა ამისა გავრცელებული ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 60 ათას ჰექტარზე მეტი ტყე ამ დრომდე იწვის. ხანძრის ლოკალიზებაში 340- მეტი სახანძრო ტექნიკა და საჰაერო ბაზები მონაწილეობს. ცეცხლის ჩაქრობით სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალაც. ხანძრისგან გამოწვეული ზუსტი ზარალი ჯერ უცნობია.