სტიქია სამეგრელოში [Photo]


სტიქია სამეგრელოში – ძლიერი წვიმის შედეგად ხობისა და წალენჯიხის რაიონებში 4 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო.
წალენჯიხის სოფლებში მეწყერი ჩამოწვა, მოიგლიჯა ხეები. მომხდარის შედეგად გარკვეული პერიოდი რამდენიმე ოჯახი გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც, სოფელ ლიაში დაიტბორა საცოხვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები, განადგურდა ნარგავები.
ადგილზე გვიანობამდე იყვნენ მობილიზებული შესაბამისი სამსახურის წარმომადგნლები. ხობში კალაპოტიდან წყლის გადმოსვლის გამო კი, რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო ხობი-საჯიჯაოს ცენტრალური მაგისტრალი. მოსახლოება დაზარალდა წალენჯიხის ცენტრშიც, სადაც მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე სისტემა.