“მაუწყებელს პარლამენტის სესიების ტრანსლირება არ ევალება”, – ვასილ მაღლაფერიძე

ვასილ მაღლაფერიძე არასამთავროებთან შეხვედრის დროს ტელევიზიის ვალდებულებებსა და კრიტერიუმებზე საუბრობს.

მისი თქმით, დოკუმენტებში ჩახედვის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მაუწყებელს სულაც არ ევალება პარლამენტიდან ტრანსლირება. მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის ხელმძღვანელის, თიკო ბერძენიშვილის დაზუსტებით, არსებობდა მემორანდუმი, რომელსაც ვადა 2015 წელს გაუვიდა.

“მაუწყებელს ეს ტრანსლირება უჯდება არცთუ ისე პატარა თანხა. პლუს, ტექნიკა არა გვაქვს და ერთი მილიონის ტექნიკას, რომელიც ძალიან დაგვჭირდებოდა რეგიონებში, ვიყენებთ პარლამენტში”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მაღლაფერიძის თქმით, უნდა შეთანხმდნენ იმაზე, გადაიცემა თუ არა პარლამენტიდან პირდაპირი ეთერი და თუ კი, კონკრეტულად რომელ პლატფორმაზე.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button