სტიქია კახეთში_რამდენიმე სოფელში დატბორილია ვენახები, სასოფლო- სამეურნეო სავარგულები და მიწის ნაკვეთები

სტიქია კახეთში- დატბორილია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ლალისყური.
ძლიერმა ნალექმა და წვიმამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ლალისყური დააზარალა.
ხანგრძლივი წვიმის შედეგად, მდინარე ილტო ადიდდა და კალაპოტი გადალახა.
ამ დროისათვის რამდენიმე სოფელში დატბორილია ვენახები, სასოფლო- სამეურნეო სავარგულები და მიწის ნაკვეთები.
წყალი შევარდა საცხოვრებელ სახლებშიც.
ადგილობრივების ინფორმაციით, პრობლემა მთიდან წამოსულმა წყლის ძლიერმა ნაკადმა შექმნა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ მძიმე ტექნიკა ფშაველი- ართანაში ღამის სამი საათიდან მუშაობს და საცხოვრებელი სახლებიდან, წყალი ამოტუმბულია.
უკვე მეორე დღეა, კახეთის რეგიონში გადაუღებელი წვიმების შედეგად, ყველა მდინარე ადიდებულია.
კალაპოტიდან გადასულა მდინარე ალაზანმა , თურდომ და ნავთის ხევმა ახმეტის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები დააზარალა.