აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: კლინტონმა პირველი კენჭისყრა მოიგო

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონმა პირველი კენჭისყრა მოიგო, რომელიც ტრადიციის თანახმად ქალაქ დიქსვილ-ნოტჩში (შტატი ნიუ-ჰემფშირი) შეუღამის დადგომისთანავე დაიწყო.

კლინტონმა 8 ხმიდან 4 ხმა მოიპოვა, ტრამპა კი მხოლიდ 2. კიდევ ერთი ხმა მოიპოვა ლიბერტარიანული პარტიის წევრმა, გერი ჯონსონმა, ხოლო ბოლო ბიულეტენზე მიტ რომნი (2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან) ეწერა.

აღსანიშნავია, 2010 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, დიქსვილ-ნოტჩის მოსახლეობა სულ 12 ადამიანს შეადგენს. ასევე შუაღამის შემდეგ კენჭისყრა ჩატარდა ნიუ-ჰემფშირის პატარა ქალაქებში – ჰართს ლოქეიშენსა და მილფილდში.

1 დღე ამერიკის არჩევნებამდე – ჩართვა ვაშინგტონიდან [LIVE]

მსგავსი პოსტები

Back to top button