გრანტი რეგიონებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის

რეგიონებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესებისთვის საქართველომ გრანტი მიიღო.

საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. მას ხელი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ მოაწერეს.

დოკუმენტი ითვალისწინებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 5 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფას.

მსგავსი პოსტები

Back to top button