აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეების ქართველ თანატოლებთან ინტეგრირების პროექტი კაბალში

ადრეულ ასაკში ქორწინება, სამუშაოს გამო სწავლისთვის თავის დანებება და ენობრივი ბარიერი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულენოვან დასახლებებში მთავარ პრობლემად სახელდება.

სოფელ კაბალის №1 საჯარო სკოლის დირექტორი ლამარა ტაბატაძე ამბობს, რომ აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეების მთავარი პრობლემა ქართველ თანატოლებთან ინტეგრაციის დაბალი დონეა, რაც მისივე თქმით, გამოწვეულია სახელმწიფო ენის არცოდნით.

დირექტორის განცხადებით, მათ სპეციალური პროექტი მოამზადეს, რომელიც პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას ითვალისწინებს. პროექტი, რომელსაც კაბალის პირველი საჯარო სკოლა ახორციელებს და სადაც ადვოკატირების კამპანიაც არის გათვალისწინებული, ევროკავშირის ფინანსური მხარდააჭერით ხორციელდება. მოეწყო სპეციალური სწავლებები, კონკურსები და ექსკურსიები. მოსწავლეთა გამარჯვებულმა გუნდებმა სხვადასხვა პრიზი მიიღეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button