მსოფლიოსიახლეები

მოსკოვთან რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

მოსკოვთან ახლოს, სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენმა, MI-8-მ ავიაკატასტროფა განიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული ინციდენტი ქალაქ კლინში მოხდა იმ დროს, როდესაც ექიპაჟი სასწავლო-სავარჯიშო ფრენას ასრულებდა. წინასწარი ინფორმაციით, საფრენი აპარატი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა. პილოტები ჩამოვარდნის გამო მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ. ვერტმფრენი საბრძოლო კომპლექტის გარეშე მიფრინავდა. ფრენის პარამეტრების რეგისტრატორი და ხმის ჩამწერი შავი ყუთები ნაპოვნია.

მსგავსი პოსტები

Back to top button