კაცის წამებისთვის დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

ქვემო ქართლში მამაკაცის წამებაში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი დარეჯან ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ ბრალდებული თავს დამნაშავედ არ გრძნობს და დუმილის უფლებას იყენებს.

ბუცხრიკიძის განცხადებით, ბრალდებული არ იღებდა მონაწილეობას წამების ფაქტში.როგორც ადვოკატი აცხადებს, ბრალდებულს დაზარალებულთან გასაუბრება უნდოდა. თუმცა, შემდეგ, გარე ძალებმა და თავად დაზარალებულმა მოახდინა ყველაფრის პროვოცირება.

ასევე, ადვოკატი დარეჯან ბუცხრიკიძე საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, ქვემო ქართლში, ერთ-ერთ სოფელში 40 წელს გადაცილებული მამაკაცი ხუთმა პირმა აწამა და გააუპატიურა.

უწყების ცნობით, ფაქტზე ხუთი პირია დაკავებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც წამებას გულისხმობს. ბრადებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი დღეს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button