საბერძნეთმა რუსეთს 10 მილიარდი დოლარი სთხოვა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ბერძნული დრაჰმის დასაბეჭდად, 10 მილიარდი დოლარი სთხოვა, – გადმოსცემს Greek Reporter.

პასუხად, მოსკოვი 5 მილიარდი დოლარის ოდენობის ავანსსე ალაპარაკდა, ახალი გაზსადენი „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობისთვის, რომელმაც საბერძნეთის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს.

ცნობილია, რომ ციპრასმა ანალოგიური თხოვნით ჩინეთსა და ირანს მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

ციპრასი ბერძნული დრაჰმის დაბრუნებას 2015 წლის დასაწყისიდან გეგმავდა და რუსეთის დახმარების იმედი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა „სამხრეთ ნაკადის“ მშენებლობა დაიწყო და ის ჩაფიქრებულია, როგორც „ნაბუკოს“ კონკურენტი. ეს უკანასკნელი მიზნად ისახავს ევროკავშირის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას. „ნაბუკოს“ პროექტის მიხედვით, აზერბაიჯანული და შუა აზიური ბუნებრივი აირი ევროპას, საქართველოსა და თურქეთის გავლით უნდა მიეწოდოს.

„სამხრეთის ნაკადი“ ასევე მიზნად ისახავს ევროპისათვის გაზის მიწოდებას უკრაინისა და თურქეთის გვერდის ავლით. პროექტის მიხედვით, გაზსადენი იწყება რუსეთის შავი ზღვის სანაპიროსთან და შავის ზღვის ფსკერით გადის ბულგარეთამდე. ბულგარეთიდან ერთი განშტოება საბერძნეთისა და ადტრიატიკის ზღვის ფსკერის გავლით მიემართება იტალიაში, ხოლო მეორე განშტოება – სერბეთისა და უნგრეთის გავლით, ავსტრიასა და სლოვენიას უკავშირდება. პროექტის მიხედვით, რუსული გაზი ავსტრიიდან მთელ ევროპას უნდა მიეწოდოს, რადგან ავსტრია წარმოადგენს გაზის განაწილების უმნშივლნელოვანეს ცენტრს ევროკავშირისათვის.

პროექტის მიხედვით, „სამხრეთის ნაკადით“ ევროპას რუსეთიდან ექსპორტირებული გაზის 35% უნდა მიეწოდოს. დღეისთვის, ევროპაში ექსპორტიბული რუსული გაზის სულ მცირე 50% უკრაინაზე გადის.

მსგავსი პოსტები

Back to top button