მნიშვნელოვანისაქართველო
თავდასხმა მთავრობის კანცელარიასთან – აქცია არასრულწლოვნის დაკავებით დასრულდა

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე, 17 მაისი, მთავრობის კანცელარიასთან პოლიციის კორდონით დაცვის პირობებში გაიმართა, თუმცა ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია – აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თავს დაესხა აგრესიული მოქალაქე, რომელიც სამართალდამცავებმა დააკავეს.
15 წლის მოზარდმა შეკრებილებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ერთ-ერთ მონაწილეს კი ხელი დაარტყა. გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. დაკავებულს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თავდამსხმელის დაკავების შემდეგ აქცია რამდენიმე წუთში დაიშალა, მანამდე კი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.