მნიშვნელოვანირეგიონი

დედოფლისწყაროში პრემიერ-მინისტრის მამის, საცხოვრებელ სახლის დაზიანებისათვის, ერთი პირი დააკავეს

დედოფლისწყაროში პრემიერ- მინისტრის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლის სატვირთო მანქანით დაზიანებისათვის, ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცავებმა ის თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს.

დაკავებული, დედოფლისწყაროში მცხოვრები, 33 წლის გიორგი გოჩიტაშვილია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც გოჩიტაშვილმა, ტარიელ ღარიბაშვილს სამშენებლო მასალით დახმარება სთხოვა და უარი მიიღო.

უარის შემდეგ, ახალგაზრდამ მეგობრის საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომობილი ღარიბაშვილების ბეტონის გალავანს დააჯახა.

ავტომანქანის მძღოლი ადგილიდან მიიმალა, მიმალვის დროს კი, რამდენიმე, მათ შორის, პოლიციის ავტომობილი დააზიანა.

კედლის დაზიანების ფაქტზე, ტარიელ ღარიბაშვილი კომენტარს არ აკეთებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე და 353- ე მუხლებით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button