მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელმა სამხედროებმა ანდრეევკა გაათავისუფლეს- უკრაინაში 270 970 რუსი ჯარისკაცი მოკვდა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით დასახლებული პუნქტი ანდრეევკა გაათავისუფლეს. მე-3 ცალკეული შემტევი ბრიგადის სარდლობამ კი ოფიციალურად უარყო ეს ინფორმაცია და მას “ცრუ და ნაადრევი” უწოდა.

“მთავარი ბრძოლები ანდრეევკის, კურდიუმოვკის, კლეშჩეევკის რაიონებში გრძელდება. და ჩვენ იქ კარგი ამბავი გვაქვს. ანდრეევკა ჩვენია. ჩვენ ვამაგრებთ პოზიციებს”, – ამბობს მალიარი.

მისი თქმით, ბახმუტის მიმართულებით შეიარაღებული ძალები წინსვლას განაგრძობენ. ჩრდილოეთ ფლანგზე მოწინააღმდეგე დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობს.

”და სამხრეთში ჩვენ წარმატებით მივიწევთ წინ”, – წერს მალიარი ტელეგრამ-არხში.

11 სექტემბერს მალიარმა განაცხადა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ბახმუტის მიმართულებით კლეშჩეევკისა და ანდრეევკის რაიონებში, გასულ კვირას მათ მოახერხეს ამ მიმართულებით 2 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, 11 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა წინ წაიწიეს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთში და დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის რაიონში. უკრაინის არმიამ ამ მიმართულებებით კონტრშეტევა 2023 წლის ივნისიდან დაიწყო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის ჯარები წარმატებით ახორციელებენ შეტევას ბახმუტის სამხრეთით, დონეცკის ოლქის კლიშჩიივკას, ანდრიივკასა და კურდიუმივკას რაიონებში. შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვან ზარალს აყენებს მტრის ცოცხალ ძალას და აღჭურვილობას.

გენშტაბის სპიკერის, ანდრეი კოვალევი განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალები ასევე აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით და საოკუპაციო ძალებს მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ.

კოვალევის განცხადებითვე, უკრაინელი დამცველები მტრის წინსვლას აკავებენ კუპიანის, ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 270 970 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 4599
ჯავშანტექნიკა – 8810
საარტილერიო სისტემა – 5944
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 769
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 517
თვითმფრინავი – 517
ვერტმფრენი – 315
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4697
ფრთოსანი რაკეტა – 1455
გემი/ნავი – 20
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 8445
სპეცტექნიკა – 889
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button