მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში “მშვიდობის პარკის” ამშენებელი გამოჩნდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ, ორჯერ ჩავარდნილ ორმილიონნახევრიან ტენდერში შპს “პარამეტრმა” გაიმარჯვა.

გამარჯვებულმა კომპანიამ, თელავის აღმოსავლეთ ნაწილში, “მშვიდობის პარკი” უნდა ააშენოს, სადაც სარეკრეაციო სივრცე იქნება მოწყობილი.

პროექტის თანახმად, პარკის მშენებლობა, ველო და საფეხმავლო ბილიკების, სკეიდბორდისა და საბავშვო მოედნების, ფანჩატურების, სავარჯიშო და სხვა ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებასაც ითვალისწინებს.
სივრცე სრულად ადაპტირებული უნდა იყოს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.

სამუშაოების განხორციელებაზე 2 518 787 ლარი, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
სამუშაოს შემსრულებელმა, პროექტი, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 240 კალენდარულ დღეში უნდა განახორციელოს.

მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი სარეკრეაციო სივრცის მოსაწყობად, ორჯერ ჩავარდა.
ტენდერის ჩავარდნის მიზეზებზე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, განმარტებებს არ აკეთებდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button