მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დანიელსონი პოლიტიკურ მხარეებს სიტუაციის განმუხტვაში დაეხმარება-სალომე ზურაბიშვილი

კრისტიან დანიელსონის ვიზიტი შედეგიანი იქნება და მისი გამოცდილება დაეხმარება პოლიტიკურ მხარეებს არსებული სიტუაციის განმუხტვაში.ამის შესახებ, პრეზიდეტმა სალომე ზურაბიშილმა განაცხადა.

“კრისტიან დანიელსონის თბილისში ჩამოსვლა აჩვენებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის”, – დაწერა შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის გნცხადებით, ყველა მხარემ პირველ ადგილზე ქვეყანა უნდა დააყენოს და დეპოლარიზაციისა და სტაბილურობისთვის იბრძოლოს.

შვედი დიპლომატი პრეზიდენტის შემდეგ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს, 12 მარტს ჩამოფრინდა. დიპლომატი საქართველოში 2 დღის განმავლობაში დარჩება.

მსგავსი პოსტები

Back to top button