მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთში, აეროდრომზე აფეთქების შედეგად სამხედრო ვერტმფრენები განადგურდა

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, ფსკოვის ოლქში მდებარე აეროდრომზე 2 რუსული სამხედრო ვერტმფრენი KA-52 აფეთქდა, ხოლო კიდევ ორ ვერტმფრენს საგრძნობი დაზიანებები მიადგა. ინფორმაციას უკრაინული მედია დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

“რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე აფეთქება მოხდა. ორი რუსული ვერტმფრენი KA-52 ალიგატორი სრულად განადგურდა. კიდევ ორმა ვერტმფრენმა სერიოზული დაზიანებები მიიღო. რუსეთი სამხედროები დივერსანტებს ეძებენ”, – ამბობენ უკრაინულ დაზვერვაში.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, შედეგების აღმოსაფხვრელად და „დივერსიული ჯგუფების“ აღმოჩენის მიზნით, სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს.

სხვა ტექნიკისა და პერსონალის განადგურების დეტალები ზუსტდება. დაზვერვის ინფორმაციით, ერთი ერთეული Ka-52-ის ღირებულება დაახლოებით 16 მილიონი აშშ დოლარია.

მსგავსი პოსტები

Back to top button