მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საბოლოო ვადა ხელისუფლებას – რას გეგმავს მედია

მედიის სოლიდარობისთვის გამართული აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს.
ხელისუფლებას გადადგომის შესახებ საბოლოო ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აქციის ორგანიზატორები უწყვეტ აქციებს აანონსებენ.
“ჩვენ მივეცით ხელისუფლებას ვადა – ხვალ 12 საათამდე. ჩვენთვის მისაღები გადაწყვეტილება ერთადერთია: მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობით და სუს-ის ხელმძღვანელის ლილუაშვილის გადადგომა. ეს მოთხოვნა თუ არ იქნება შესრულებული, ხვალ ვიკრიბებით 6 საათზე ისევ აქ. ახლა კი მსვლელობით დავიძრათ კანცელარიისკენ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და მთავარი არხის ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ.