მსოფლიოსიახლეები

ყოფილი მოდელი დონალდ ტრამპს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ყოფილი მოდელი, ემი დორისი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მედია გამოცემა The Guardian წერს და ემი დორისთან ინტერვიუს ვიდეოვერსიასაც აქვეყნებს.

მედიის ცნობით, მოდელი აცხადებს, რომ ინციდენტი 1997 წლის 5 სექტემბერს, ჩოგბურთის ტურნირის გახსნაზე მოხდა. მაშინ ემი 24 წლის იყო. გამოცემის ექსკლუზიურ ინტერვიუში, მოდელი შემზარავ დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მცდელობის მიუხედავად, მან ტრამპისგან თავის დაღწევა ვერ შეძლო.

“მან პირში ჩამიყო ენა. მას შემდეგ, რაც მე ხელის კვრით მისი თავიდან მოშორება ვცადე, ხელები მაგრად მომიჭირა და მთელს სხეულზე, — მკერდზე, ზურგზე, ყველგან მეხებოდა. მის ხელებში ვიყავი და თავის დაღწევას ვერ ვახერხებდი.” — იხსენებს ემი.

მოდელმა მედია გამოცემას ფოტოები და ბილეთები მიაწოდა, რაც ამტკიცებს, რომ 1997 წელს ჩოგბურთის ტურნირზე რამდენიმე დღე ტრამპთან ერთად იმყოფებოდა. ამერიკის პრეზიდენტი მაშინ 51 წლის იყო.

დორისი იხსენებს, რომ 1997 წლის სექტემბერში ის ნიუ-იორკში თავის მეგობარ ბიჭთან, ჯეისონ ბინთან ერთად იყო. 5 სექტემბერს ჯეისონმა ემი აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტის გასაცნობად, მანჰეტენში, Trump Tower-ში წაიყვანა. ემი ინტერვიუში ტრამპთან პირველ შეხვედრაზეც საუბრობს.

“ის იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვინც ფიქრობს, რომ მათ ყველაფრის უფლება აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მეგობარ ბიჭთან ერთად ვიყავი..” — განაცხადა ემიმ.

ემი ამბობს, რომ მოგვიანებით, ჩოგბურთის საყურებლად, მათ ტრამპის მეგობრებიც შეუერთდნენ. მისი განცხადებით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ემიმ სააბაზანოთი სარგებლობა გადაწყვიტა. იქიდან გამოსვლის შემდეგ, მას გარეთ ტრამპი დახვდა.

“მაშინვე ვიფიქრე, იმიტომ მელოდებოდა, რომ სააბაზანოთი ესარგებლა. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ ყოფილა.” — განაცხადა ემიმ.

ემი დორისის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის ტრამპს “არას” ეუბნებოდა, ტრამპი არ გაჩერდა. მოდელი ამბობს, რომ არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ. შენთვის არა უნდა ნიშნავდეს, — არას.

“შოკში ვიყავი, თუმცა ყველაფერს ვერ ვაანალიზებდი. სხვების გარემოცვაში სწრაფად დაბრუნება და ლაპარაკის გაგრძელება მინდოდა.” — განაცხადა ემიმ.

იგი ამბობს, რომ კარგად არ ახსოვს, მოუყვა თუ არა თავის მეგობარ ბიჭს ინციდენტის დეტალები, თუმცა მას თხოვა, ტრამპისთვის ეთქვა, მისთვის თავი დაენებებინა.

დონალდ ტრამპი, თავისი ადვოკატის მეშვეობით, აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას ემი დორისის მიმართ შეურაცხმყოფელი, ძალადობრივი ან არასათანადო ხასიათის ქმედებები არასდროს განუხროციელებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button