მნიშვნელოვანისაქართველო

მთავრობა “ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას არ წყვეტს

მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვადას წლის ბოლომდე აძლევს. რატომ დაიხია უკან ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. ამ თემაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ბრიფინგი მიმდინარეობს.

კითხვაზე, ბოლო შანსია თუ არა ვადის გახანგრძლივება, ანაკლიის კონსორციუმისთვის, ცქიტიშვილი პასუხობს:

“დიახ, ეს უნდა იყოს ბოლო შანსი იმიტომ რომ 2017 წლის აგვისტოს შემდეგ, ვავადებთ. უკვე 2 წლით გადავავადეთ ამ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტის შესრულება. უსასრულოდ ვერ მოავხდენთ ვადების გადაწევას” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლები ინფრასტრუქტურის მინისტრს პასუხობენ. პროექტის წარმომადგენლების თქმით, ისინი აგრძელებენ მოლაპარაკებებს პარტნიორებთან და ამბობენ, რომ მთავარი სამუშაო რეჟიმში გადასვლაა. როგორც კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონსორციუმს თავისი პოზიცია აქვს და შესაბამის ნაბიჯებსაც გადადგამენ.

„თუ ერთობლივი შეხვედრის ფონზე არ მოხდა ეს, ფინანსური ინსტიტუტების, ინვესტორების, მთავრობასა და ჩვენს შორის, ისე არ გამოვა. ეგ კი არა, მხოლოდ ჩვენსა და მთავრობას შორისაც არ გამოვა. პირველი ეტაპისთვის ინვესტორების საკითხი უნდა გადაწყდეს და მერე, ნაწილ-ნაწილ რისკების მოგვარებასაც მივხედავთ. ჩვენ გვაქვს იდეები თუ როგორ შეიძლება წავწიოთ პროცესი წინ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია და გადავდგამთ ჩვენს ნაბიჯებს,“ – აცხადებს ახვლედიანი.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 15 ოქტომბრის 18:00 საათამდე ჰქონდა. იმ შემთხვევაში თუ კონსორციუმი 15 ოქტომბერს, საღამოს 18:00 საათამდე ინვესტორებთან გაფორმებულ ფინანსურ ხელშეკრულებებს ვერ წარადგენდა, შესაძლოა მთავრობას კონსორციუმთან დადებული შეთანხმება გაეუქმებინა. ჯერჯერობით უცნობია მთავრობის პოზიცია. ანაკლიის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონსორციუმი დოკუმენტებს არ წარადგენდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button