მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ფოთის მესამე სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადადის

ფოთში, მესამე საჯარო სკოლაში ამ წუთებში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

დღეს გამოვლენილი კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან, ერთი აღნიშნული სკოლის ექთანია.

ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, მას ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი და “კოვიდ 19“ გეგმიური ტესტირების დროს დაუდგინდა.

სკოლის დირექტორის ლელა კემულარიას თქმით, ორშაბათიდან სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავა.

“ეპიდემიოლოგები ამ წუთებში იკვლევენ კონტაქტებს. უკვე დავაგზავნეთ ჯგუფებში შეტყობინებები, რომ სწავლა არ იქნება. სასურველია დეზინფექცია ჩატარდეს ოთახებში და მთლიანად შენობაში. მინდა გითხრათ, რომ ბევრი კონტაქტი არ არის, როგორც ეპიდემიოლოგებმა ნახეს და ამბობენ, მაგრამ ისინი თავიანთ საქმეს გააგრძელებენ. სამინისტროს უკვე შევუთანხმდით და ორშაბათიდან გადავალთ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე”, – განაცხადა მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა ლელა კემულარიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button