მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ბიბილოვმა ცხინვალს „ქალაქი სტალინირი”-ც დაარქვა

სამხეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა “ცხინვალთან” ერთად, „ქალაქ სტალინირის“ გამოყენების ბრძანებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ, დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო რეს-ი იტყობინება.

განკარგულება ბიბილოვმა „ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების და დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით“ გამოსცა.

განკარგულების თანახმად, „სტალინირი “ ცხინვალის სიმბოლოდ უნდა დასახელდეს და ახალი სახელწოდება, “ცხინვალთან” ერთად, გამოყენებული უნდა იქნეს სახელმწიფო და დედაქალაქის ღონისძიებებზე, ასევე, მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული თარიღების აღნიშვნისას: “9 მაისს – გამარჯვების დღეს. 22 ივნისს – დიდი სამამულო ომის დაწყების დღეს”.

სააგენტოს ცნობით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამინისტროებსა და უწყებებს სადღესასწაულო დღეებში იმგვარი ღონიძიებების ორგანიზება დაევალათ, რომლებიც „სტალინირის“ სახელის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ცხინვალს სტალინირი 1934-1961 წლებში იოსებ სტალინის პატივსაცემად ერქვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button