მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ში ტყის ფართომასშტაბიან ხანძარს ებრძვიან

ტყის ხანძარს ებრძვიან აშშ-ის დასავლეთ ნაწილში. იწვის ორეგონში ტყის მასივი, კალიფორნიის საზღვრის ჩრდილოეთით ხანძარი 1,210 კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდა. ხანძრები ვაიმინგის საზღვრებთანაც მძვინვარებს.

სტიქიამ სულ მცირე, 67 სახლი გაანადგურა, ხოლო 2000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.

ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზება გართულებულია. ადგილზე მობილიზებულია 2000 მეხანძრე.

რეგიონში მშრალი ამინდის გამო შესაძლოა ხანძრის ახალი კერებიც გაჩნდეს ჭექა-ქუხილის ან სხვა მიზეზების გამო.

მსგავსი პოსტები

Back to top button