მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩეჩნეთის ლიდერი პოსტის დატოვებაზე ფიქრობს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც განაცხადა, რომ ძალზე დიდხანს იმყოფება თანამდებობაზე. მას ჩეჩნეთის ლიდერის პოსტი უკვე 15 წლის განმავლობაში უკავია. ვიდეომიმართვაში კადიროვმა თქვა, რომ მოვიდა დრო თავად წავიდეს, ვიდრე მას გააგდებდნენ. მისი თქმით, მისმა ახალგაზრდობამ ჩაიარა და „ჩვენ ვეცდებით, დროზე წავიდეთ“.

„მე თვითონ შევნიშნე, რომ ერთ ადგილზე ზედმეტად დიდხანს ვარ. მიმაჩნია, რომ სრულიად დავიმსახურე უვადო და გრძელვადიანი შვებულება,“ – ასეთი კომენტარი დაურთო მან თავის ვიდეოს Telegram-ის არხზე.

„მეგობრებო, დღეს მე გავიგე, რომ როგორც აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მყოფი ერთეულების ამჟამინდელ ხელმძღვანელებს შორის ყველაზე ხანგრძლივი ლიდერი ვარ. მე თავად შევამჩნიე, რომ დიდი ხანია ამ პოსტზე ვარ. ვფიქრობ, აბსოლუტურად ვიმსახურებ უვადო და ხანგრძლივ დასვენებას. იმედი მაქვს, გამიგებთ და მხარს დამიჭერთ…

უკვე 15 წელია ვხელმძღვანელობ რესპუბლიკას. მგონია, რომ ჩემი დროც დადგა, სანამ გამაგდებენ. როგორც ჩანს, უკვე მოხუცი ვარ, ოდესღაც მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამაზე ფიქრი და ვეცდებით დროულად წავიდე“ – აცხადებს კადიროვი.

კადიროვმა მაგალითად მოიტანა ჩეჩნური ანდაზა:
„ჩვენ კავკასიელებს გვაქვს გამოთქმა: როგორი პატივსაცემი და სასურველიც არ უნდა იყოს სტუმარი, თუ ის დროულად მიდის, ის ასევე სასიამოვნოცაა. ამიტომ ვფიქრობ, ჩემი დროც დადგა. ვიდრე არ გამაგდეს. როგორც აღმოჩნდა, მე უკვე მოხუცი ვარ, ოდესღაც კი ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი. ჩვენ ამაზე ფიქრი უკვე დავიწყეთ და ვეცდებით, დროულად წავიდეთ“, – ამბობს კადიროვი ვიდეომიმართვაში.

რამზან კადიროვი 2007 წლიდან უდგას სათავეში ჩეჩნეთს. ამჟამად რუსეთში რეგიონების ხელმძღვანელების თანამდებობაზე ყოფნის ვადები შეზღუდული არ არის.

მსგავსი განცხადებები კადიროვს ადრეც აქვს გაკეთებული – 2017 წლის ნოემბერში და 2016 წლის თებერვალში. მაშინ ის ამბობდა, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელის პოსტის დატოვების დრო დაუდგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button