საქართველოსიახლეები

ოპოზიცია დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტს აპროტესტებს

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი საკრებულოში უკვე დარეგისტრირდა. ოპოზიცია კი, მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესახებ მწვავე დებატებს აანონსებს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული არ არის და მთავრი პრიორიტეტი ბიუროკრატიული ხარჯებია.

ოპონენტების ამ შენიშვნებს დედაქალაქის მერი იზიარებს. კახა კალაძის თქმით, ბიუჯეტით წინასაარჩევნოდ დაანონსებული ყველა პროექტი განხორციელდება.

მოისმინეთ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის და კახა კალაძის ხმები.

2019 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 927 მილიონია და ის, წინა წელთან შედარებით დაახლოებით 10 მილიონით არის გაზრდილი.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button