მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

EU განიხილავს უნგრეთის ეკონომიკაზე დარტყმას თუ ბუდაპეშტი მიმდინარე კვირაში დაგეგმილ სამიტზე უკრაინის დახმარებას დაბლოკავს

ევროკავშირი ავითარებს გეგმას უნგრეთის ეკონომიკის შერყევის მიზნით, თუ ბუდაპეშტი ევროკავშირის მომავალ სამიტზე (1 თებერვალს) ისევ დაბლოკავს კიევისთვის დახმარების პაკეტს, იტყობინება Financial Time ევროკავშირის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით.

გამოცემა წერს, რომ მან ნახა კონფიდენციალური გეგმა, რომელშიც ბრიუსელი ასახავდა უნგრეთის ეკონომიკური პრობლემების გამოყენების სტრატეგიას, საუბარია უნგრეთის ვალუტის შერყევასა და საინვესტიციო მიმზიდველობის შემცირებაზე, რაც ზიანს აყენებს სამუშაო ადგილებსა და ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას იმ შემთხვევაში, თუ ბუდაპეშტი უარს იტყვის თავისი ვეტო-ს მოხსნაზე უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების სამწლიან პროგრამაზე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინის დახმარებას ეწინააღმდეგება, ვეტოს უფლებით ისარგებლა ევროკავშირის ლიდერთა წინა სამიტზე. ეს შეხვედრა 2023 წლის 14-15 დეკემბერს ბრიუსელში ჩატარდა. წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინის მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამის განხილვას 1 თებერვალს დაუბრუნდებიან.
FT წერს, რომ თუ უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი არ წავა დათმობებზე უკრაინასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, აპირებს საჯაროდ გამოაცხადოს ბუდაპეშტისთვის დაფინანსების სრული შეწყვეტის შესახებ “ბაზრების შესაშინებლად”.

უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრმა, იანოშ ბოკამ გამოცემას განუცხადა, რომ მისი ქვეყანა არ ემორჩილება ზეწოლას. მან აღნიშნა, რომ უნგრეთი ვერ ხედავს კავშირს უკრაინის მხარდაჭერასა და ევროკავშირის სახსრებზე ხელმისაწვდომობას შორის.
ბოკას ინფორმაციით, 27 იანვარს ევროკავშირს გაუგზავნეს ახალი წინადადება, რომლის თანახმად, უნგრეთი მზად არის დასთანხმდეს უკრაინის დასაფინანსებლად ევროკავშირის ბიუჯეტის გამოყენებას, თუ ბუდაპეშტს ექნება მოგვიანებით აზრის შეცვლის შესაძლებლობა.

გაზეთს ევროკავშირის დიპლომატიური წრეების წყაროები ეუბნებიან, რომ ბევრი ქვეყანა მხარს უჭერს უნგრეთზე ზეწოლის მსგავს გეგმას.

შეგახსენებთ, დეკემბერში გამართულ სამიტზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფა დაბლოკა.

მსგავსი პოსტები

Back to top button