მსოფლიოსიახლეები

ჩინეთში უფლებადამცველს 4.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

ჩინეთში სასამართლომ ცნობილ უფლებადამცველს, ვანგ ქუანჟანგს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ხელისუფლების წინააღმდეგ “დივერსიულ საქმიანობაში” ედება ბრალი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გარდა ამისა, პოლიტიკურ აქტივისტს 5 წლის განმავლობაში პოლიტიკური საქმიანობაც აეკრძალა. მისი სასამართლო პროცესები გასული წლის დეკემბერში, დახურულ რეჟიმში წარიმართა.

42 წლის უფლებადამცველი და ადვოკატი ცნობილია იმით, რომ ის პოლიტიკურ აქტივისტებსა და მიწების ექსპროპრიაციის შედეგად დაზარალებულებს იცავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button