მნიშვნელოვანისიახლეები

რაჭაში შოვში მეწყერი ჩამოწვა

კურორტ შოვთან დამაკავშირებელი ხიდი და გზა ღვარცოფმა წაიღო. სავარაუდოდ მეწყრული პროცესებით გამოწვეულმა ნიაღვარმა შეაღწია შოვის ტერიტორიაზე. დაზიანებულია სასტუმრო „სანსეტ შოვი“. ასევე შოვის ტერიტორია თითქმის სრულად მოიცვა მიწის მასამ.

უგზოობის გამო, კურორტამდე სამაშველო სამსახურების მისვლა გართულებულია. შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებს გადაჰყავს.

არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონასთან უკვე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის გადაყვანაც. ვრცელდება ადგილზე მყოფი მოქალაქეების მიერ გადაღებული ვიდეო მასალა. ერთ-ერთ ასეთ მასალაში ჩანს, როგორ ამოჰყავს ახალგაზრდა მამაკაცს ტალახში მოხვედრილი ბავშვი.
შსს-ს პრესსამსახურის განახლებული ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონიდან უკვე 40- მდე მოქალაქეა გამოყვანილი, მათ შორის ბავშვები.
სამაშველო ოპერაცია და ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება.

დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე იმყოფება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული.

ამასთან ონის მერის, სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად წაღებულია რამდენიმე კოტეჯი, თუმცა მას არ აქვს ინფორმაცია იყვნენ თუ არა ამ კოტეჯებში მოქალაქეები.

„სავარაუდოდ, მაღალ მთებში მოხდა მდინარის დაგუბება, რამაც მეწყრული პროცესი გამოიწვია. სტიქია არის მასშტაბური. პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია მოქალაქეების უსაფრთხოება და ამაზე ზრუნვა. უკვე ადგილზე იმყოფება ვერტმფრენი და დაწყებულია მოქალაქეების ევაკუაცია. ჩემი აზრით, მოვასწრებთ ამ პირობებში, დაბნელებამდე მოქალაქეების გამოყვანას უსაფრთხო ადგილზე. რამდენიმე კოტეჯი წაღებულია, თუმცა რამდენად იყვნენ იქ მოქალაქეები, ვერ მოგახსენებთ. ადგილზე მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურები, მათ შორის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, შსს-ს დანაყოფები. მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მოხდება მოქალაქეების დაბინავება, პირველ ეტაპზე, ქალაქ ონის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სასტუმროში“, – განაცხადა ხიდეშელმა.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (სოფ. შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ შოვის მიმართულებით გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაიწყება.

როგორც უწყება წერს, ამ დროისთვის ადგილზე ტექნიკის მობილიზება ხდება.

“სოფელ შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (სოფ. შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

ამ ეტაპზე, ადგილზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება და უმოკლეს ვადებში დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები

დამატებით ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეტაპობრივად მოგაწვდით”, – წერს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

შეგახსენებთ შოვში სტიქია დაახლოებით დღის 4 საათზე დაიწყო.
თავდაპირველად, მთის წვერიდან მიწის ჩამოშლა დაიწყო, ჩამოშლილი მასა კი მდინარეს შეუერთდა. მეწყერის შედეგად მდინარეში ჩატანილი მასის გამო კალაპოტიდან წყალი გადმოვიდა და ხიდები წაიღო.

მეწყერის შედეგად წამოსულმა მასამ წააქცია ხეები, დააზიანა “სანსეტ შოვის” მიმდებარედ ინფრასტრუქტურა და ჩახერგა გზები. მეწყერის შედეგად წაღებულია სასტუმროში მყოფი დამსვენებლების მანქანებიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button