მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრეზიდენტი რომლის მიმართ დაპატიმრების ორდერია გაცემული საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავა

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი რუსეთში პუტინს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომლის მიმართ დაპატიმრების ორდერია გაცემული, ამ კვირაში საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, შინ დაბრუნების შემდეგ კი მოსკოვში ირანის პრეზიდენტს შეხვდება.
“იქნება სამუშაო ვიზიტი, მოლაპარაკებები. უპირველეს ყოვლისა, საუდის არაბეთის პრინცთან. ჯერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გავემგზავრებით. იქ ასევე, სამუშაო ვიზიტი იქნება. იმედია, ძალიან სასარგებლო მოლაპარაკებები შედგება, რაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია”- ამბობს უშაკოვი.

საზღვარგარეთ თავისი იშვიათი მოგზაურობის დროს, კრემლის ცნობით, პუტინთან შეხვედრებზე, ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად განიხილება პალესტინელებსა და ისრაელს შორის კონფლიქტი, ნავთობის ბაზართან დაკავშირებული საკითხები კი „ყოველთვის რჩება დღის წესრიგში“.

საუდის არაბეთში დაგეგმილია ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან მოლაპარაკება, ხოლო მანამდე საამიროებში ის სამუშაო ვიზიტს გამართავს.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ პუტინი ირანსა და ჩინეთში იმყოფებოდა.

ჩინეთში ვიზიტი იყო მეორე მას შემდეგ, რაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
პუტინი ბოლოს რეგიონს 2019 წელს სტუმრობდა.

წელს მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი 2023 წლის 17 მარტს გასცა პუტინის და ბავშვთა უფლებების სფეროში მისი წარმომადგენლის მიმართ. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დროს უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციისთვის, რაც საერთაშორისო სამართლით, ომის დანაშაულია.

ამასთან ხუთშაბათს ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი რუსეთში ჩავა და თავის რუს კოლეგას შეხვდება. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“შემიძლია დავადასტურო, რომ 7 დეკემბერს, რუსეთსა და ირანს შორის მოლაპარაკებები გაიმართება”, – თქვა კრემლის პრესსპიკერმა.

ამასთან, კრემლი აცხადებს, რომ ირანი და რუსეთი ეკონომიკური და სამხედრო კავშირების გაძლიერებას აპირებენ.
მედიის ცნობით, მხარეები განიხილავენ ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობას, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს, კერძოდ პალესტინის საკითხს და ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ირანის პრეზიდენტთან ერთად, დელეგაციაში.
გუშინ, პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი მიმდინარე კვირაში საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პუტინი ირანსა და ჩინეთში იმყოფებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button