მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინული ძალების მიერ 98 280 რუსი სამხედროა მოკლული

ომის დაწყებიდან 298-ე დღე

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 18 დეკემბრამდე პერიოდს.
ამასთან, უწყება ავრცელებს ინფორმაციას რუსული ძალების ქვეყანაში შეჭრის დღიდან უკრაინული მხარის მიერ ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის ტექნიკის განადგურების შესახებ.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

➡ჯარისკაცი – დაახლოებით 98 280
➡​ტანკი – 2 987
➡ჯავშანტექნიკა – 5 963
➡საარტილერიო სისტემა – 1 948
➡სარაკეტო სისტემა – 410
➡საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211
➡თვითმფრინავები – 281
➡ვერტმფრენი – 264
➡ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 649
➡საკრუიზო რაკეტები – 65 653
➡საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 577
➡გემი/ნავი/კატარღა – 16
➡​სპეციალური აღჭურვილობა – 174.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობითვე, რუსმა აგრესორებმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბოლო დღის განმავლობაში ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით განიცადეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button