
რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული ნიმუშებიდან 58 დადებითი პასუხია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, აქედან 36 შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა, მათგან 21 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 15-ზე კი ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს.
ასევე 3 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, ორი უკვე დადასტურებულის კონტაქტია, ერთი კი ახალი შემთხვევაა.
4 შემთხვევაა ფოთში, მათგან 1 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, სამზე კი მოკვლევა და ინფიციების წყაროს დადგენა მიმდინარეობს.
5 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, ყველა მათგანი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
5 შემთხვევა ფიქსირდება მესტიაშიც, ყველა მათგანი დადასტურებულის კონტაქტია.
თითო შემთხვევაა ჩხოროწყუსა და სენაკში, რომელიც ასევე უკვე დადასტრებული შემთხვევის კონტაქტებია.
1 შემთხვევა გამოვლინდა საკარანრტინე სივრცეში, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
2 შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისინი უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 114 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
რეგიონის მასშტაბით, სულ საკარანტინო სივრცეში 232 ადამიანი იმყოფება.