სპორტი
ჟოზე მოურინიომ დი მარიას გადაბირება სცადა

„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თავის ყოფილ თანაგუნდელს, ახლა კი პსჟ-ს ნახევარმცველს, ანხელ დი მარიას უმიზნებს.
დი მარია ამ ეტაპისთვის ძალიან კარგ ფორმაშია და სწორედ მისი დამსახურება იყო ფრანგების თამაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში. – ამბობს მოურინიო.
არგენტინელი საფრანგეთში თავს მშვენივრად გრძნობს,თუმცა ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდება და დატოვებს თუ არა გუნდს, ჯერ ამაზე საუბარი ზედმეტია.
ეს მოულოდნელი ამბავი არცთუ ისე კარგი მოსასმენი აღმოჩნდა პსჟ-ს კლუბის ხელმძღვანელობისთვის. გაუგრძელებს თუ არა კონტრაქტს ფრანგული კლუბი არგენტინელ ნახევარმცველს, – უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.