მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მედვედევმა პუტინის დაკავების ორდერი ტუალეტის ქაღალდს შეადარა

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს, რომ არ არის საჭირო იმის ახსნა, თუ სად არის ეს დოკუმენტი გამოსაყენებელი და ტუალეტის ქაღალდზე მიანიშნებს.
„საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. არ არის საჭირო იმის ახსნა, თუ სად უნდა იქნას გამოყენებული ეს დოკუმენტი”, – წერს მედვედევი “ტვიტერზე”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ხაზაროვას განცხადებით ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწვეტილებას რუსეთისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის არც სამართლებრივი თვალსაზრისით. ამის შესახებ ზახაროვამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითიც გამოეხმაურა „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მეორე წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილებას ვლადიმირ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერების გამოცემაზე.

„რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე არ არის და არ ეკისრება ვალდებულებები. რუსეთი არ თანამშრომლობს ამ ორგანოსთან და საერთაშორისო სასამართლოსგან მომდინარე დაკავების შესაძლო „რეცეპტები“, ჩვენთვის იურიდიულად ბათილი იქნება“, – თქვა მარია ზახაროვამ.

საკითხის თავად ფორმულირება აღმაშფოთებლად და მიუღებლად მიგვაჩნია, – ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დასაკავებლად ორდერის გაცემასთან დაკავშირებით.
პესკოვის თქმით, რუსეთის ფედერაციას არ აღიარებს ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და მისი გადაწყვეტილებები ძალადაკარგულად მიაჩნია.
„საკითხის თავად ფორმულირება აღმაშფოთებლად და მიუღებლად მიგვაჩნია, რუსეთი, ისევე როგორც სახელმწიფოთა რიგი, არ აღიარებს ამ სასამართლოს იურისდიქციას და, შესაბამისად, მსგავსი სახის ნებისმიერი გადაწყვეტილებები რუსეთის ფედერაციისთვის სამართლის მხრივ ძალადაკარგულია”, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button