სპორტი

ლაშა ბექაურმა ტრავმის გამო შესაძლოა ტოკიოს ოლიმპიადა გამოტოვოს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთერთმა ლიდერმა ლაშა ბექაურმა ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე მხარი იტკინა და სამედიცინო ჩარევა დასჭირდა.

20 წლის ბექაურს ტურნირზე ინდივიდუალურ შეჯიბრში მონაწილეობა არ მიუღია. გუნდურ ასპარეზობაში, ფრანგ სედრიკ ოლივართან ჭიდილისას მან მხარის ტრავმა მიიღო. საერთოდ, ბექაური 90კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდის და ამ შემთხვევაში მან აბსოლიტურ წონაში გამოსცადა ძალები. ძიუდოისტის მხრიდან ეს არამომგებიანი სვლა იყო, რაც მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახა კიდეც.

ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა, ზურაბ კახაბრიშვილმა ბექაურის ტრავმა შეაფასა და თქვა, რომ ადგილზე ჩატარებული საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ დეტალური ინფორმაცია მაგნიტო-რეზონანსული კვლევის შედეგად გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიდაზე 90 კგ.წონით კატეგორიაში სწორედ ბექაურის წაყვანა იგეგმება და არა-ღვინიაშვილის, თუმცა ტრავმამ შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს.

ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ლაშა ბექაური ოლიმპადამდე ჩვეულ ფორმაში ჩადგეს,- აღნიშნა კახაბრიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button