მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა სადაც დასავლეთის სანქციების შემდეგ რუსეთთან ვაჭრობა გაიზარდა

პრემიერის კატარში გამოსვლას ოცნების შეფასებები მოჰყვა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კატარში გამოსვლის შემდეგ, POLITICO სტატიას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ რუსეთი საქართველოსთვის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია. გამოცემა ციტირებს ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომ “ევროკავშირი მხოლოდ 4 დღეში იმას ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში”.

ამასთან, მედიას მოყვანილი აქვს ღარიბაშვილის ციტატა ეკონომიკური სანქციების შესახებ, სადაც ის საუბრობს, რომ საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 1 მილიარდ დოლარზე ნაკლებია. POLITICO წერს, რომ 2022 წელს საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2,5 მილიარდ დოლარს მიაღწია – მათი თქმით, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც დასავლეთის სანქციების შემდეგ რუსეთთან ვაჭრობა გაიზარდა.
“პრემიერმინისტრის თქმით, საქართველოს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მიბმა “სასაცილოა”
მედიასაშუალება ციტირებს ღარიბაშვილს, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის შეფერხება რუსეთის ეკონომიკაზე მცირე გავლენას მოახდენს.
ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოს როლზე ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთთან ფრენების აღდგენა “ჩვეულებრივი ამბავია”. ამასთან, მან კვლავ დაადანაშაულა უკრაინის ხელისუფლება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილში.
ჩვენ არ გვითქვამს, რომ შევაჩერებდით ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან. ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არცერთი სანქცირებული კომპანია, არცერთი სანქცირებული ავიახაზი არ იფრენს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველო ამ პოზიციას მტკიცედ შეინარჩუნებს.
„ამერიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და ძალიან მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას გაუკეთებია ჩვენთვის და ევროპისთვის. ძალიან მადლიერი ვართ ევროპის მიმართ. საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. როგორც განვმარტე, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, მილიონი ქართველი გვყავს, ეთნიკურად ქართველი, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მგონი, ჩვეულებრივი ამბავია. თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე სახის პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან. როგორც ვახსენე, ეს არის ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი, ისევე, როგორც ევროკავშირი და ამერიკა აკეთებს რუსეთთან. რუსეთთან არის ჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კიდევ რა შეუძლია საქართველოს, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გააკეთოს? უკრაინელმა მეგობრებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის ნახვა უნდათ, ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „თუ განვსჯით საქართველოს მუშაობას და მის დამსახურებას უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით, ჩვენი ქვეყანა ორივეს უსწრებს“.
„თუ საუბარია დამსახურებულ მიდგომაზე, თუ საუბარია მუშაობაზე, როგორ მუშაობენ ეს ქვეყნები, საქართველო ძალიან რთულ ვითარებაშია, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის, მიმდინარე ოკუპაციის გამო. ვიტყვი, რომ 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია. მინდა, გკითხოთ, კიდევ რა შეუძლია საქართველოს, გააკეთოს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად? არ მინდოდა ამაზე საუბარი. უკრაინელი მეგობრები, შესაძლოა, სხვა მოლოდინის მქონენი არიან. მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ მეორე ფრონტის ნახვა უნდათ საქართველოში. ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 90-იან წლებში ორი ომი გვქონდა, სამოქალაქო და შემდეგ, 2008 წელს – რუსეთთან. პატარა ერი, 4-მილიონიანი მოსახლეობით პირდაპირ შევიდა ომში რუსეთთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ შეინარჩუნა უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა.
„ჩემი ამოცანა, ვალდებულება არის ჩემი ერის ინტერესების, ხალხის დაცვა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჩემი ინტერესებია, მაქსიმუმი გავაკეთო, რომ ჩემი ქვეყანა მივუახლოვო ევროკავშირსა და ნატო-ს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, თუ რაიმე ხელშესახები შედეგია ამ მიმართულებით საქართველოში, ეს არის არსებული მთავრობისა და პოლიტიკური ძალის დამსახურება.
„მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ვინმეს საქართველოში თუ უნახავს რაიმე ხელშესახები შედეგი, ეს ჩემი მთავრობის დამსახურებაა, იმ პოლიტიკური ძალის დამსახურებაა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ – ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა. წარმოდგენაც არ შეგვეძლო ათი წლის წინ, ქვეყანა აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებით მიდიოდა და ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციაში ჩაგვეწერა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტაცია – ევროკავშირი და ნატო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერს ჰქონდა არაჩვეულებრივი გამოსვლა, ყველა აქცენტი გაკეთდა, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს, მის პოლიტიკას, მათ შორის შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემას, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან და ჩვენს ურთიერთობებთან, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოს პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს და ეს არის გამოხატული არა მარტო სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა შესაბამის დოკუმენტს, სადაც დაგმობილია სამხედრო აგრესია და სადაც არის მხარდაჭერა გამოხატული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამასთან, ჩვენი პოზიცია მკაფიოა სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის მიმართ. ლოგიკა არის მარტივი. ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, სანქციები, ბუნებრივია, არ განიხილება. შეგახსენებთ, რომელი თანამდებობის პირები ითხოვდნენ ღია ტექსტით საქართველოში მეორე ფრონტი გახსნას. ეს იყო უშიშროების საბჭოს მდივანი. ამაზე მაღალი თანამდებობის პირი პრეზიდენტის შემდეგ არ არსებობს. დანილოვი პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას; მეორე, პოდოლიაკი, რომელიც გახლავთ დღემდე ზელენსკის მთავარი მრჩეველი. ის პირდაპირ საუბრობდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე. ამ ფაქტის კონსტატაცია მოხდა ქვეყნის გარეთ, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ქვეყნის შიგნით. მგონი, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან, მათ შორის უკრაინელი მაღალჩინოსნები. ეს არის ძალიან მძიმე, მაგრამ ეს მძიმე ინფორმაცია უნდა იყოს გაზიარებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, რეალურად, არსებითი სხვაობა არ არის 2012 წელს არსებულ მდგომარეობასა და დღევანდელ მდგომარეობას შორის.

„არის გარკვეულ მონაცემებში ცვლილება, მაგრამ, არსებითად, მაშინაც არსებობდა დამოკიდებულება და დღესაც არსებობს ეს დამოკიდებულება. ჩვენ გვაქვს დათვლილი, რას გამოიწვევდა რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება, ეს იქნებოდა, სულ მცირე, 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა. სწორედ ეს უნდათ ჩვენს ოპონენტებს. ამაზე საუბრობდა პრემიერი. საქართველო პატარა ქვეყანაა და ამის რესურსი არ აქვს, თუმცა საკუთარი ხალხის დაზიანება ასეთი სანქციებით ხელისუფლებას შეუძლია. ამას, ბუნებრივია, ჩვენ არ გავაკეთებთ. რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენ გვჭირდება აშშ-თან როგორც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე სავიზო რეჟიმის გამარტივება, პირდაპირი ფრენები. იმედია, შემდეგი ელჩის პირობებში ეს საკითხები დაიძვრება. მანამდე, სამწუხაროდ, ჩვენ გვიჭირდა არსებითი პროგრესის მიღწევა ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, სამი მიმართულებით გვქონდეს პროგრესი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში“, – განაცხადა კობახიძემ.

ვფიქრობ, უკრაინა გაცილებით მეტ დახმარებას საჭიროებს. ზუსტად იმავე თემაზე ილაპარაკა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე. როდესაც საქმე გვაქვს ქვეყანასთან, რომლისთვისაც არ არსებობს რაიმე შეზღუდვები ამ ომში, თანაც განაგებს ბირთვულ შეიარაღებას, რასაკვირველია, შედეგთან დაკავშირებით ძალიან ძნელია საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, პრემიერ-მინისტრი ვერ დაიწყებდა უადგილო და უსაფუძვლო კეკლუცობას იმასთან დაკავაშირებით, როგორ შეიძლება, ეს ომი დამთავრდეს, თუმცაღა ხაზი გაუსვა, რომ იგი, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მხარს უჭერს უკრაინას და მის ტერიტორიულ მთლიანობას.

„პროგნოზი, რით დამთავრდება უკრაინა-რუსეთთან მთელი მსოფლიოს ჭიდილი, რომელსაც გააჩნია ბირთვული შეიარაღება, ძნელი გასაკეთებელია. ჩვენ საერთოდ ვფიქრობთ, რომ საქართველო და არამარტო, ძალიან რთულად აღიქვამს იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო და მსოფლიოს მოსახლეობა დგას. ამ თემებზე ილაპარაკა ირაკლი ღარიბაშვილმა და ძალიან ცუდი, უღირსი საქმეა, იმ გულწრფელი საუბრის ინტერპრეტაცია და დამახინჯება მოახდინო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკმაოდ პრაგმატული მოსაზრებები წარადგინა და არ მიჰყო ხელი ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის ჩვეულ პოლიტიკურ კეკლუცობას.

„ზუსტად ის ითქვა, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. გახსოვთ ელჩის გაწვევა უკრაინის მხრიდან. ეს განაპირობა იმან, რომ მოულოდნელად, შეუთანხმებლად გამოგზავნილი ჩარტერული რეისები არ მივიღეთ და მასში არ განვათავსეთ მოხალისეთა შეიარაღებული ჯგუფები, არ გავაგზავნეთ საომარი ეკიპირება ან საომარი დახმარება, რაც ომში პირდაპირ ჩართვას მიუთითებს. არაერთი განცხადება იყო უკრაინული პოლიტიკური უმაღლესი თანამდებობის პირების მხირდან იმის თაობაზე, რომ საქართველო ომში უნდა ჩაერთოს და სწორედ ის დროა, როდესაც ტერიტორიული მთლიანობა ძალით უნდა აღვადგინოთ. ამასთან დაკავშირებით არანაირი ორაზროვნება არ არსებობს, ეს რეალობა იყო, ეს რეალობა რჩება. მართალია, შენელდა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ თვალსაჩინო წარმომადგენლებმა, ვანო მერაბიშვილმაც იგივე გამოაცხადეს. კითხვები ამასთან დაკავშირებით უკვე არ არსებობს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებიდანაც გაისმა, რომ ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა, რომ უმჯობესია, ბომბი გვეცემოდეს, ვიდრე ომში არ ვიყოთ ჩართული, მაგრამ რეალობაში, ძალიან ბევრმა ქვეყანამ ვერ გაბედა, მათ შორის რეიკიავიკში, რეესტრის შედგენის გადაწყვეტილებას შეერთებოდა, რომელიც აღწერს უკრაინის დანაკარგს, ზარალს ამ აგრესიისგან, რომ რუსეთი გადაეცა ჰააგის ტრიბუნას.

საქართველო მონაწილეა არაერთი რეზოლუციის, რომელმაც რუსეთს ჩაუკეტა გზა საერთაშორისო ფორუმებზე. მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ეს მხარდაჭერა როგორმე დღის წესრიგიდან მოიხსნას. რაც შეეხება ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, ამას ჩვენ არასდროს არავის ვაყვედრით. ეს არის მთავრობის ძალისხმევა, მაგრამ არა მხოლოდ მთავრობის, არამედ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, აზროვნების. ესეც მისასალმებელია. ამის დაუნახავობა არის პროპაგანდა, რომელსაც ეწევა რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ

ჩვენ ვხედავთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს რუსული პარტიის პრემიერ-მინისტრისგან, რომელიც ამბობს, რომ თურმე, უკრაინას, ამერიკას, ცივილიზებულ სამყაროს უნდა საქართველოს ომში ჩართვა. ეს არის ცხადია ტყუილი და რუსული პროპაგანდა, ამას მხოლოდ საუბრობენ კრემლში, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას.

მისივე თქმით, რეალურად თუ ვინმე ომს აქეზებს საქართველოში არის „რუსული ოცნება“.

„უახლოეს თვეებში უკრაინას აუცილებლად ექნება წარმატება ბარბაროსულ ომში, რომელსაც აწარმოებს პუტინი უკრაინაში, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. უკრაინა ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს მშვიდობა, ცივილიზებული სამყარო და ამ დროს ჩვენ ვხედავთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს რუსული პარტიის პრემიერ-მინისტრისგან „ანტონი“ ღარიბაშვილისგან, რომელიც ამბობს, რომ თურმე უკრაინას, ამერიკას, ცივილიზებულ სამყაროს უნდა საქართველოს ომში ჩართვა. ეს არის ცხადია ტყუილი და რუსული პროპაგანდა, ამას მხოლოდ საუბრობენ კრემლში, ამას მხოლოდ იკადრებენ მარგარიტა სიმონიანი და სალავიოვი, იკადრებს პუტინი, ლავროვი, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში კადრულობს ირაკლი ღარიბაშვილი. რეალურად უკრაინა ჩვენგან ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობას საერთო მტრის წინააღმდეგ და ითხოვს იმას, რომ მკვლელ პუტინს არ მივცეთ ეკონომიკური დოვლათი იმისთვის, რომ უკრაინაში გააგრძელოს უკრაინელი ხალხის ხოცვა, მათი შევიწროება, ბარბაროსული ომი და პარალელურად გააგრძელოს საქართველოს ოკუპაცია, საქართველოს მოქალაქეების შევიწროება ადამიანების გატაცება, მავთულხლართების გაბმა. ამას სთხოვს უკრაინა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ვხედავთ პასუხს რუსულ სტილში, რუსული პროპაგანდის შესაბამისად, რომ, თითქოს, ვინმეს სადმე ომი უნდა. რეალურად თუ ვინმე ომს აქეზებს საქართველოში არის რუსული ოცნება, როცა ასიათასობით რუსი შემოდის საქართველოში. არ დაგვავიწყდეს, რომ შეიძლება ხვალ პუტინმა თქვას, ამ რუსი მოქალაქეების დასაცავად მივდივარ საქართველოშიო. თუ ვინმე პროვოცირებს ამ ყველაფერს, არის რუსული პარტია.

რაც შეეხება სააკაშვილთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ის, რომ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია, ეს იცის მთელმა მსოფლიომ. ის, რომ ეს ადამიანი მოწამლეს რუსების დავალებით, რუსების დაკვეთით, ესეც ზედაპირზე დევს. საზოგადოება კარგად არჩევს ვინ ვინ მოწამლა, ვინ ვის აწამებს და რა მდგომარეობაში ჰყავს და ირაკლი ღარიბაშვილი როცა ლაპარაკობს ცივილიზებულ სამყაროზე, სჯობს პირი ამოიკეროს. აღარ დარჩათ პარტნიორი. სადაც იყვნენ გაერთიანებული, იქიდანაც კინწისკვრით გამოაგდეს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button