მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ერისიმედში მდინარე ადიდდა-დატბორილია საცხოვრებელი სახლები

საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელში სტიქიაა – სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში ადიდებულმა მდინარე ბელექან-ჩაიმ კალაპოტი გაარღვია და საცხოვრებელი სახლები დატბორა.

მდინარის წყალი, ოცამდე ადგილობრივის სარდაფებსა და საკარმიდამო ნაკვეთებშია შევარდნილი.
წლითაა დატბორილი სოფლის კულტურის სახლი, ამბულატორია და საბავშო ბაღიც.

ადგილზე დილიდან იმყოფებიან, სამაშველო სამსახურის და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც მოსახლეობას წყლის ამოტუმბვის სამუშაოებში ეხმარებიან.

ამ მომენტისთვის მდინარის კალაპოტში წყლის დონე შედარებით დაწეულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button