მნიშვნელოვანირეგიონი

24 წლის ახალგაზრდას მესამე დღეა ეძებენ

მესამე დღეა, ყვარლის მუნიციპალიტეტში 24 წლის ახალგაზრდას ეძებენ.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენეში მცხოვრები, ლევან დოლენჯაშვილი, სახლიდან 8 აპრილს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა, ბოლოს სოფლის ახალგაზრდებთან ერთად სუფრასთან იმყოფებოდა.

დოლენჯაშვილის ძებნის ოპერაციაში ადგილობრივები, სამაშველო სამსახურები და სასაზღვრო პოლიციაა ჩართული

მსგავსი პოსტები

Back to top button