მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა

უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, წარმოშობით ზუგდიდელი არსენ ქეცბაია შეეწირა.

„ბატალიონის მეთაურმა დაადასტურა მისი გარდაცვალება გმირულად ბრძოლის ველზე. დანარჩენ კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ“, – წერს თავის ფეისბუკში ლადო გამსახურდია, უკრაინაში მებრძოლი „კავკასიის ლეგიონის“ მეთაური.

თანამებრძოლების ინფორმაციით, ქეცბაია უკრაინაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდა, არსენ ქეცბაია ბახმუტის მიწაზე დაეცა.
უკრაინაში მყოფი სხვა სამხედროები ყვებიან რომ ქეცბაია საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლა. ბახმუტის დაცვას მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში სამი ქართველი მებრძოლი შეეწირა. ბახმუტი ამ დრომდე უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება, სადაც ქართველები ახლაც იბრძვიან.

როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველები ყვებიან, არსენ ქეცბაია გუშინ, დღის მეორე ნახევარში, საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლა. ის აფხაზეთიდან დევნილი იყო, გარკვეული პერიოდით ზუგდიდში ცხოვრობდა.

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ზაალ ლატარია ამბობს, რომ ქეცბაია უკრაინაში გაიზარდა და იქაური მოქალაქეობაც ჰქონდა.

ჯერჯერობით უკრაინაში მებრძოლ ქართველებს არ აქვთ ინფორმაცია, მოხერხდა თუ არა ქეცბაიას ცხედრის ფრონტის წინა ხაზიდან გადმოსვენება. რუსეთის ომს უკრაინაში უკვე 42 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას 2022-2023 წლებში 42 ქართველი მებრძოლი დაიღუპა:

დავით რატიანი, 53 წლის
გია ბერიაშვილი, 45 წლის
ბახვა ჩიქობავა, 54 წლის
დავით გობეჯიშვილი, 47 წლის
დავით მენაბდიშვილი, 47 წლის
ნიკოლოზ შანავა, 21 წლის
არკადი კასრაძე, 40 წლის
ალიკა ცაავა, 40 წლის
ზაზა ბიწაძე, 50 წლის
ვიტალი ორბელაძე, 46 წლის
ტატო ბიგვავა, 27 წლის
კირილ შანავა, 25 წლის
გიორგი გრიგოლია, 40 წლის
რატი შურღაია, 38 წლის
დანიელ გერლიანი, 24 წლის
ალუდა ზვიადაური, 42 წლის
კახა გოგელი, 47 წლის
ბერდია ჯოხაძე, 43 წლის
გელა გოგია, 55 წლის
ედიშერ კვარაცხელია, 44 წლის
მიხეილ ყაფლანიშვილი, 46 წლის
ალექსანდრე მარტიაშვილი, 24 წლის
გუგა გაგნიძე, 40 წლის
ლევან სახელაშვილი, 38 წლის
თემურ მაჭარაშვილი, 37 წლის
ერნესტ მაჭარაშვილი, 43 წლის
კონსტანტინე ქურსუა, 43 წლის
ჯაბა (ჯამბულათ) ხოფერია, 25 წლის
ბადრი მარკელია, 46 წლის
მერაბ ალადაშვილი, 45 წლის
რომეო ფიჩხაია, 55 წლის
ავთო რურუა, 41 წლის
როლანდ კვარაცხელია, 49 წლის
რუსლან ბაირამოვი, 29 წლის
სერგო ლისიხი, 34 წლის
მიხეილ თევდორაძე, 45 წლის
გიორგი ქააძე, 23 წლის
ილია ჩოხელი, 25 წლის
მიხეილ მაზანაშვილი, 29 წლის
ვახტანგ ბარაბაძე
დავით ქუჩუკიანი
არსენ ქეცბაია

მსგავსი პოსტები

Back to top button