მნიშვნელოვანისიახლეები

ბათუმში, სავაჭრო ცენტრებიდან – “გრანდ მოლი” “ მეტრო სითი” “ბათუმი მოლი” და “პლაზა” ევაკუაცია მიმდინარეობს

ერთ-ერთი ვერსიით, სავაჭრო ცენტრებიდან ევაკუაცია ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებას უკავშირდება.

ბათუმის „პლაზაში“, სადაც სავაჭრო ცენტრი და ოლიმპიური აუზია განთავსებული პოლიციის თანამშრომლებმა სასწრაფო ევაკუაცია განახორციელეს შენობებიდან გაყვანილია პერსონალი და მომხმარებლები. ამ ობიექტებზე სამართალდამცავები დაახლოებით 6 საათისთვის გამოჩნდნენ. ბათუმის პლაზაში მდებარე ოქროს სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი გვეუბნება, რომ დაახლოებით 17:30 საათზე პოლიცია შენობაში შევიდა და ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვება მოითხოვა თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ.

„10 წუთი მოგვცეს დრო, იმისთვის რომ ობიექტები დაგვეტოვებინა. არაფერი აგვიხსნეს, როცა ვიკითხე, მიპასუხეს, რომ ასეა საჭირო. სავარაუდოდ უსაფრთხოების მიზნით. როგორც გვითხრეს, პლაზას გარდა, ევაკუაცია გამოცხადდა ბათუმში კიდევ ორ მისამართზე, დაზუსტებით არ ვიცით სად. ჩემი კუთვნილი ავტომობილი პლაზას შენობის წინ მეყენა და სასწრაფოდ გაყვანა მომთხოვეს. ასევე ყველა ავტომობილი, რომელიც შენობასთან პარკინგზე იყო, გაიყვანეს,” -ამბობს მედიასთან სავაჭრო ცენტრის თანამშრომელი ინგა ბ.-მ.

შს სამინისტროს პრესსამსახურში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ მომხდართან დაკავშირებით. ბათუმის პლაზას შენობასთან კი სამართალდამცველების დიდი რაოდენობა მობილიზებული.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ბათუმის კიდევ ორ სავაჭრო ცენტრში შევიდა და მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა. საუბარია. „ბათუმი მოლზე”, “გრანდ მოლსა” და “მეტრო მოლზე”.

ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, შენობაში სავარაუდოდ ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ, რომლის შესახებაც შეტყობინება 112-ში შევიდა.
აღსანიშვანია, რომ შეტყობინება ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტაჟების შესახებ გავრცელედა რუსულენონავნ ტელეგრამ არხებშიც, სადაც დასახელებული იყო აფეთქების დროც – 8 საათი და მუქარის შემცველი აგრესიული მოწოდებებიც. ჯგუფი “კავკაზსი ვილაიეთის” სახელით ავრცელებდა მსგავსი შინაარსის გზავნილებს, თუცმა რეალურად ვინ არის ეს ჯგუფი, უკვე გამოძიების დასადგენია.

.

მსგავსი პოსტები

Back to top button