მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსებმა სევეროდონეცკი მთლიანად აიღეს

სევეროდონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტრიუკის განცხადებით, რუსებმა ქალაქი მთლიანად აიღეს.

მისივე თქმით, ოკუპანტებმა უკვე დანიშნეს თავისი “კომენდანტი”.

“ქალაქი ისეა დანგრეული, ხალხს გაუჭირდება ამ ყველაფერთან გამკლავება. ვიმედოვნებთ, რომ ქალაქი უკრაინის კონტროლქვეშ მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნდება”. – თქვა სტრიუკმა.

მოქალაქეებს ქალაქის დატოვება მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების გავლით შეუძლიათ.

„თუ იქნება უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ამას ხელს შევუწყობთ, მაგრამ ფაქტობრივად ასეთ შესაძლებლობა არ არსებობს“,- განაცხადა სტრიუკმა.

უკრაინის თავდაცვის ძალები მეტად მომზადებულ თავდაცვით პოზიციებზე გადავიდნენ,- ამის შესახებ სევეროდონეცკის საქალაქო სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტრიუკმა განაცხადა.

„ქალაქი რუსეთის ფედერაციის სრული ოკუპაციის ქვეშაა, ისინი იქ თავისი წესრიგის დამყარებას ცდილობენ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დანიშნეს ვიღაც „კომენდანტი“, აგროვებენ რაღაც აქტივს. როგორც ჩანს, მათი აზრით, ამის გაკეთება აუცილებელია. სხვა მხრივ კი ქალაქი ისეთი განადგურებულია, რომ გულწრფელად, რომ ვთქვათ, ადამიანებს გაუჭირდებათ ამ ვითარებასთან გამკლავება. ვიმედოვნებთ, რომ ქალაქი, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდება უკრაინის კონტროლს“,- განაცხადა სტრუკმა.

სტრიუკმა თქვა ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც აზოტის ქარხანას აფარებდნენ თავს, ტერიტორიას ნელ-ნელა ტოვებენ. ახლა ისინი ოკუპაციის პირობებში არიან.

“ადამიანებს, რომლებიც აზოტის ქარხანას სამ თვეზე მეტ ხანს აფარებდნენ თავს, ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ, მაგრამ რუსებმა მათი მდგომარეობით ისარგებლეს და უკვე დაიწყეს პროპაგანდისტული ვიდეოების გადაღება”. – თქვა ალექსანდრ სტრიუკმა.

24 ივნისს ლუჰანსკის ოლქის სამხედრო ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ თქვა, რომ სევეროდონეცკიდან უკრაინული არმიის გაყვანა უწევთ ტაქტიკური უკანდახევის მიზნით.

სევეროდონეცკს რუსებმა მას შემდეგ შეუტიეს, რაც მარიოუპოლში, აზოვსტალში უკრაინელი სამხედროები ტყვედ ჩაბარდნენ, ვინაიდან ბრძოლის გაგრძელება შეუძლებელი იყო, ბლოკადის სამხედრო გზით მოხსნა კი შეუძლებელი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საბრძოლო მოქმედებები 4 თვეა, გრძელდება. აგრესორი ქვეყანა თავდაპირველად უკრაინის მრავალ ქალაქს ერთდროულად უტევდა, თუმცა, რუსებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს. ახლა ბრძოლები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს.

უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთმა უკრაინას მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა. შეწყდა ვაჭრობა და ფრენები. ქვეყანა დატოვა ასობით დასავლურმა ბრენდმა.

ომის შედეგად ლტოლვილად იქცა 12 მილიონზე მეტი უკრაინელი მოქალაქე. დაიღუპა ასეულობით ადამიანი, მათ შორის, 300-ზე მეტი ბავშვი.

მსგავსი პოსტები

Back to top button