მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების სააღდგომო გაცვლა შედგა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი 130 უკრაინელი ტყვის დაბრუნების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ერმაკის ცნობით, ისინი ტყვეთა გაცვლის გზით ბრუნდებიან უკრაინაში:
გაცვლა ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. გათავისუფლებულებს შორის არიან უკრაინელი სამხედროები, მესაზღვრეები, მეზღვაურები, სახელმწიფო სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლები, ეროვნული გვარდიის წევრები.

„ტყვეების დიდი სააღდგომო გაცვლა. ვაბრუნებთ 130 ადამიანს. დაბრუნების პროცესი ბოლო დღეების განმავლობაში, რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. სამხედროები, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, მეზღვაურები…რიგითები და სერჟანტები, რომლებიც ტყვედ აიყვანეს ბახმუტის, სოლედარის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით. ჩვენები სახლში ბრუნდებიან“, – წერს ერმაკი ტელეგრამის გვერდზე.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი რუსი სამხედრო ტყვე დააბრუნა უკრაინამ ტყვეთა გაცვლის ფარგლებში.

უკრაინა და რუსეთი რეგულარულად ცვლიან თანაბარი რაოდენობის სამხედრო ტყვეებს. მისი თქმითმ უკრაინელების სიცოცხლე ქვეყნისთვის უმაღლესი ღირებულებაა.

„„გმირები ცოცხლები უნდა იყვნენ”, – ყოველთვის ასე ამბობს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის დავალებასაც ასრულებს ჩვენი გუნდი, სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბი“, – აღნიშნა ერმაკმა.

რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების წინა დიდი გაცვლა მოხდა აპრილის დასაწყისში – რის შედეგადაც სახლში დაბრუნდა 100 უკრაინელი და 106 რუსი სამხედრო. რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული 100 უკრაინელი სამხედროდან 20 – ქალი იყო.

სამხედრო ტყვეების დიდი გაცვლა მოხდა მარტის დასაწყისშიც – მაშინ 130 უკრაინელი და 90 რუსი დაბრუნდა სამშობლოში.

მსგავსი პოსტები

Back to top button