მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაციასთან დაკავშირებით ოკუპანტებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მე-80 დღეს ოკუპანტები აგრძელებენ სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაციასთან დაკავშირებით ოკუპანტებთან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამ მოლაპარაკებებში მიწვეულია ყველა, ვინც შესაძლებელი იყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ჩვენ არ ვწყვეტთ მცდელობებს, გადავარჩინოთ მთელი ჩვენი ხალხი მარიუპოლიდან და „აზოვსტალიდან“. ახლა ძალიან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევაკუაციის მისიის ეტაპზე – მძიმედ დაჭრილების, მედიკოსების გაყვანაზე, საუბარია ადამიანთა დიდ რაოდენობაზე. მსოფლიოში ყველა, ვინც შეიძლება იყოს ყველაზე გავლენიანი შუამავალი, შესაბამის მოლაპარაკებებში უკვე ჩართულია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინაში უკვე გაიხსნა 37 უცხოური წარმომადგენლობა.
უკრაინა „აზოვსტალიდან“ 60 ადამიანის დახსნაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს და არა 38-ის, როგორც ადრე იყო ნათქვამი, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია მედიკოსებსა და მძიმედ დაჭრილ ჯარისკაცებზე.

„რამდენიმე ასეული დაჭრილია, პირველ რიგში, მათი გადარჩენაა საჭირო, რადგან რუსები ყველაფერზე ერთბაშად არ თანხმდებიან. ჯერ მძიმედ დაჭრილები და ექიმები, 60 ადამიანია“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

შეგახსენებთ, გუშინ ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან სამხედროების ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button