მნიშვნელოვანისაქართველო

ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარი ისევ ჩაიკეტა

საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ საზღვარი დღეს ისევ ჩაიკეტა. ახალგორის მოსახლეობა კვლავ იზოლაციაში ექცევა და ჰუმანიტარული კატასტროფის ზონაში მოუწევს ცხოვრება.

ახალგორის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ახალგორელების ნაწილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენი საქართველოსკენ გზა 24 იანვარს გაუხსნა ახალგორის რაიონში მცხოვრებ პენსიონერებს, რომლებიც არ არიან „სამხრეთ ოსეთის“ ან რუსეთის მოქალაქეები და საქართველოს მოქალაქის პენსიას იღებენ.

მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოსახვედრად ე.წ. საშვებს აძლევენ. დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ამიერიდან ე.წ „საზღვარი“ ორ თვეში ერთხელ გაიხსნება.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბერს დაკეტა. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ გზა არ გაიხსნება, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, აგვისტოს ბოლოს განთავსებულ საპოლიციო საგუშაგოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button